background preloader

წიგნები

Facebook Twitter

უფასო ონლაინ ბიბლიოთეკა. შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ონლაინ წაიკითხოთ ჰომეროსის - ილიადა.

უფასო ონლაინ ბიბლიოთეკა

გადაწერა გადაწერა (ALLSHARES.GE) მოკლე აღწერა: ილიადა – ჰომეროსის მიერ დაწერილი ეპიკური პოემაა,არა მარტო ბერძნული არამედ მსოფლიო ლიტერატურის უძველესი ნაშრომი.ამ ნაწარმოების საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალი ისტორია.ილიადა 15 700 ჰეკზამეტრისგან შემდგარი პოემაა.ილიადას მოქმედება შედგება ტროას ალყის მეათე წელს.ამ ისტორიულმა დრამამ საფუძველი ჩაუყარა ტროას ბრძოლისა და მისივე გმირების წარმოჩინებას,არა მარტო ლიტერატურაში არამედ მსოფლიო ისტორიაშიც,სხვათა შორის მაკედონელი იტყვის-აქილევს მაქებრად უდიდესი პიროვნება ჰომეროსი გამოუჩნდა,ჰომეროსი რომ არა,აქილევსი აქილევსი არ იქნებოდაო.ჰომეროსმა თავისი შედევრებით დღევანდელ დღემდე მოაღწია და თაობიდან თაობებს გადმოგვცა იმ დროინდელი მსოფლიო მოვლენები.განსაკუთრებით კი ტროას ომისა და მისი მთავარი მოქმედი პირის – აქილევსის შესახებ.

მინიმუმი, რაც წაკითხული უნდა გქონდეს! ჩაის თემა - ლევან გიგინეიშვილი HD. გადაცემა "წიგნები" 07.08.2014 (ვაჟა-ფშაველა) by Radio Shokoladi 98.5 FM. გადაცემა "წიგნები" 04.04.2013 (გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი") by Radio Shokoladi 98.5 FM. ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" - „ზღვა და ლიტერატურა" (ნაწ. 1) Read literature « Page 3. ♥ „საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა მოითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თვალს გაახელს და სამაგიეროს მიუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“♥ მარიო პიუზო ♥”როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა” ♥ სკოტ ფიცჯერალდი ♥„ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვიული სისტემაა.“ ♥ რეი ბრედბერი ~ ♥ “ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. ” ♥ გოდერძი ჩოხელი ♥ “ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.” ♥ გოდერძი ჩოხელი.

read literature « Page 3

Library. უცნობი ქალის წერილი - შტეფან ცვაიგი » ACCEPT! Library. ცნობილი მწერალი რ.

უცნობი ქალის წერილი - შტეფან ცვაიგი » ACCEPT! Library

სამი დღე მთაში იყო და დასასვენებლად, დილით ადრე ვენაში დაბრუნდა, სადგურზე გაზეთი იყიდა და თარიღს დახედა თუ არა, უცებ გაახსენდა - დღეს მისი დაბადების დღგე იყო. "ორმოცდაერთი" - გაივლო გულში სწრაფად, მაგრამ ამით არც სიხარული უგრძნია და არც სინანული.გაზეთის შრიალა ფურცლებს ზერელედ გადაავლოთვალი და ავტომობილით გაემგზავრა შინისაკენ.მსახურმა მოახსენა,თქვენს არყოფნაში ორმა კაცმა გიკითხათ,რამდენჯერმე ტელეფონითაც დარეკესო.შემდეგ ლანგარზე დახვავებული ფოსტა მოართვა,რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილიყო.

მწერალი უგულოდ ათვალიერებდა წერილებს,გახსნა რამდენიმე მათგანი,რომელთა გამომგზავნი აინტერესებდა,ხოლო ერთი,საკმაოდ სქელი წერილი,უცნობი ხელით ნაწერი,გვერდზე გადადო.ამასობაში ჩაი მოართვეს.მწერალი სავარძელში მოკალათდა და ისევ გაზეთს დაუბრუნდა,გადაათვალიერა აგრეთვე რამდენომე საქმიანი ქაღალდი,შემდეგ სიგარა გააბოლა და გადადებული წერილი კვლავ ხელში აიღო. ეს მთელი მოთხრობა უფრო იყო, ვიდრე წერილი, - ოცდაათ გვერდამდე, უცნობი ქალის ათრთოლებული ხელით ნაჩქარევად ნაწერი. გუშინ შვილი მომიკვდა. ჯვრისწერა სევასტოპოლზე - თეკლა იორდანიშვილი » ACCEPT! Library. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი.

ჯვრისწერა სევასტოპოლზე - თეკლა იორდანიშვილი » ACCEPT! Library

არც არავინ არ დაიჯერებდა.მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.დეიდაჩემს – ინსულტი. ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი დაღუპაო.სად ვიყავი ამ დროს მე?! რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდიდა საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას,შუადღის 2 საათზე,ჩემი ჯვრისწერის დღეს,დღეს, როდესაც,დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი.